კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადაზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ფიზიკის ბალტიისპირეთის ოლიმპიადაში (Nordic-Baltic Physics Olympiad 2024), რომელიც ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 26, 27 და 28 აპრილს მიმდინარეობდა, 3 მედალი მოიპოვეს.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა შემდეგი სამი მოსწავლე:

ლუკა თვალავაძე, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა,თორნიკე ცაძიკიძემ ვერცხლის ხოლო ნიკოლოზ ზაგაიძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდის ლიდერია ნიკოლოზ მალცევი, ასევე გუნდს ახლდა თან სკოლის წარმომადგენელი შოთა ქათამაძე.

ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადა 1992 წლიდან იმართება და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ბალტიისპირეთის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ.

წელს ოლიმპიადაში 10 ქვეყნის 104 მოსწავლე მონაწილეობდა.

შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://rb.gy/nypf5i

კომაროვის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, მადლობას უხდის პროექტში მონაწილეობის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ